თამარ ჩერგოლეიშვილი - შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა, ოღონდ ციხიდან გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ, უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, ეს იყო ჩასვრა და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში
თამარ ჩერგოლეიშვილი - შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა, ოღონდ ციხიდან გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ, უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, ეს იყო ჩასვრა და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში

გვარამიას მაგრად ეშლება. შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა „ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ“, ეს იყო ჩასვრა! და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, კატასტროფული შეცდომა, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა, იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის, თითქოს მესიაა – მასზე აცოცების სანაცვლოდ.

„შეცდომა იყო მედიაშანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და გააფარჩაკა – ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.

და ეს შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ).

ეგ იყო იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა (დღესაც იმავეს აკეთებს მისი არხი).

ასე რომ, ახლა იპროფესოროს და იყოს… ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც), მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში“, – წერს ჩერგოლეიშვილი.