თამარ ჩერგოლეიშვილი - სამარცხვინო ლუზერებო, ორივე ჯაფარიძევ, თქვენგან განსხვავებით, მე კონკრეტული მტკიცებულებები მაქვს, რომ რასაც „ოცნებას“ ედავებით, ყველაფერი კორუმპირებულმა გიგი წერეთელმა იკადრა
თამარ ჩერგოლეიშვილი - სამარცხვინო ლუზერებო, ორივე ჯაფარიძევ, თქვენგან განსხვავებით, მე კონკრეტული მტკიცებულებები მაქვს, რომ რასაც „ოცნებას“ ედავებით, ყველაფერი კორუმპირებულმა გიგი წერეთელმა იკადრა

ორივე ჯაფარიძევ, თქვენგან განსხვავებით, მე ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები მაქვს, რომ რასაც „ოცნებას“ ედავებით, სულ ყველაფერი მაგ კორუმპირებულმა დინოზავრმა იკადრა, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა და ამჟამად,  „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა ზურაბ და ბადრი ჯაფარიძეებთან ერთად გააკეთა განცხადება.

„ანუ, მარჯვენა და მარცხენა რა დელუზიური მანიაკია, რომ შუაში ეს სამარცხვინო, კომპრომეტირებული, გამყალბებელი, მიზოგინი, პოლიტიკურად ბანკროტი დინოზავრი უდგათ და სერიოზულად აღგვიქვითო ითხოვენ.

ორივე ჯაფარიძევ – თქვენგან განსხვავებით, მე ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები მაქვს, რომ რასაც „ოცნებას“ ედავებით, ყველაფერი, სულ ყველაფერი მაგ კორუმპირებულმა დინოზავრმა იკადრა 25 წლის ახალგაზრდებთან, როცა პრაიმერიზში გრანდიოზულად ჩაიჯვა.

თქვე სამარცხვინო ლუზერებო – გამყალბებელი მოქკავშირით რომ გინდათ სიმართლის მტკიცება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.