თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ამას ვიტყვი ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, მაგრამ არც ერთ აქციაზე არ გავალ, სადაც მას ღვთაებად აცხადებენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ამას ვიტყვი ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, მაგრამ არც ერთ აქციაზე არ გავალ, სადაც მას ღვთაებად აცხადებენ

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ეს არის ნათელი და ამას ვიტყვი ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, მაგრამ არც ერთ აქციაზე არ გავალ, სადაც მას ღვთაებად აცხადებენ და რომლის შინაარსიც ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან, ძალიან ეხმარება პროცესებს იმ „ერთ პროცენტიანი“ პარტიების ლანძღვა, რომლების თაკო ჩარკვიანის მიერ სააკაშვილის ღვთაებად გამოცხადების აქციებზე არ დადიან. ჩამოყალიბდით ნაცებო და მათთან მიკედლებულებო, რა გინდათ. მხარდაჭერა გინდათ, იმიტომ, რომ ეს მხარდაჭერა რაღაცას ნიშნავს? თუ არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ 2-პროცენტიანები ვართ. რაც შეეხება სააკაშვილს, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი – ეს არის ნათელი და ამას ვიტყვი ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება. მაგრამ არც ერთ აქციაზე არ გავალ, სადაც მას ღვთაებად აცხადებენ და რომლის შინაარსიც ჩემთვის მიუღებელია. იძახეთ ობგუნჯუ მეორე ტურის წინ. მაგარი ტაქტიკაა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.