თამარ ჩერგოლეიშვილი - რომელი ხართ ისეთი უტვინო, სალომე სამადაშვილის სიტყვას რომ ენდობით, გამოდით, გაგიცნოთ
თამარ ჩერგოლეიშვილი - რომელი ხართ ისეთი უტვინო, სალომე სამადაშვილის სიტყვას რომ ენდობით, გამოდით, გაგიცნოთ

რომელი ხართ ისეთი უტვინო, სალომე სამადაშვილის სიტყვას რომ ენდობით, გამოდით, გაგიცნოთ, – წერს „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე სადაშვილთან დაკავშირებით „ფეისბუქში“.

„სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ „პოლის ჯოხი“ რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს….

კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.

როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.

ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ.

(გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა)“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტზე კომენტარს აკეთებს თავად სალომე სამადაშვილი.

„უი, ელისო კილაძის პოსტი მეგონა და შენი ყოფილა“, – ასე მიმართავს სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს.