თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმის ბოლომდე მოსაგუდად გვჭირდება უკეთესი ორგანიზება, ყველას, ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე
თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმის ბოლომდე მოსაგუდად გვჭირდება უკეთესი ორგანიზება, ყველას, ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე

ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ფასეულობების და არა პიროვნებების ან პარტიების გარშემო, აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, დაინიშნება თავისუფალი არჩევნები, ქართველი ხალხი დაიბრუნებთ ძალას, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩერგოლეიშვილმა მოუწოდა ყველას, ვინც, მისი განმარტებით, პროტესტს გულშემატკივრობს, დარეგისტრირდეს წინააღმდეგობის გვერდზე.

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება. ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ, ვინ ხართ, იმისთვის, რომ უკუკავშირი შევძლოთ, უკეთ ვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი, არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ, იმისთვის, რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი დავუსვათ. ინდივიდუალურად როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს თითოეული ჩვენგანი, არსებობს კოლექტიური სიბრძნე, არსებობს ვაჟა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. მას შეიძლება, არ ესმოდეს, მაგრამ გრძნობს, გრძნობს, რას კარგავს და სწორედ ეს გრძნობა აძლებინებს ამ პროტესტს აქამდე. ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ფასეულობების და არა პიროვნებების ან პარტიების გარშემო, აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, აუცილებლად გადადგება ივანიშვილის რეჟიმი, დაინიშნება თავისუფალი არჩევნები, ქართველი ხალხი დაიბრუნებთ ძალას, რომელსაც შემდეგ მიანიჭებთ იმ პარტიებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს დაიცავენ და არა ერთი კაცის ინტერესებს, როგორც აქამდე ხდებოდა“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.