თამარ ჩერგოლეიშვილი - რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ ეს აქცია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე იყო, ეს იყო მიშას მომავალ პრემიერად კორონაცია
თამარ ჩერგოლეიშვილი - რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ ეს აქცია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე იყო, ეს იყო მიშას მომავალ პრემიერად კორონაცია

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „აქციაზე არ შეერთებას სხვა ბევრი მიზეზი ჰქონდა“.

„1. პასუხისმგებლობა – ჩვენ არ ვიცოდით მანდ რა მოხდებოდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით – კარგია, რომ მშვიდად ჩაიარა.

2. ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას იმ მიშისტური ბრბოს წინაშე რომელიც ახლა დაიწყებს ლანძღვა-გინებას აქციის დაშლაზე – მიშას გათავისუფლების გარეშე (და ამას მიშა აყვება ისე, რომ თან იქით იყოს თან აქეთ).

3. რამდენიც უნდა ამტკიცონ რომ ეს აქცია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე იყო – ეს იყო მიშას მომავალ პრემიერად კორონაცია და ყველა პოლიტიკური ლიდერი ვინც მივიდა, (ზოგი იმიტომ რომ მატარებელს შეხტომოდა, ზოგი გულწრფელად მიშასთან ხედავს მომავალს) მიშას როგორც პრემიერს ენდორსმენთი მისცა – ჩემთვის ეს მიუღებელია.

4. ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ბევრი ხალხი, კულმინაციის დროს გასაკვირი ნამდვილად არაა. აქციის ეფექტიანობა მისი ინტენსიურობით იზომება – მთავარი კი ისაა, რა გავლენას მოახდენს მეორე ტურებზე.

ჩვენ აქციები კი არა, არჩევნებში წარმატების ჩვენება გვინდა რომ სწორ გზას დავადგეთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“.

დატოვე კომენტარი