თამარ ჩერგოლეიშვილი - ქართულ პოლიტიკაში ისეთ კაცებს ირჩევენ, შემდეგ გიჟიაო, ჩემზე ამბობენ
ქართულ პოლიტიკაში ისეთ კაცებს ირჩევენ, შემდეგ გიჟიაო, ჩემზე ამბობენ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ისე, ამ ქვეყნის პოლიტიკაში არიან კაცები, რომელთაგანაც: ერთი რძის პროდუქტების კონტეინერით დაბრუნდა საქართველოში და მაცივარში განთავსებული, სელფი ვიდეოებს წერდა, გამიტაცეს და გემზე დამაგდესო; მეორე ყვიროდა, კანონიერი ქურდები ჩემკენ არიან, ოთხში ვიწყებ, ოთხში ვამთავრებო; მესამე სათამაშო პარლამენტს ითხოვდა, გავიმარჯვე და გამიერთიანდით – შემაქმნევინეთო; მეოთხემ – ახლა წავედით პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო; მეხუთე სასამართლოს კანცელარიას წვავდა – როგორც მისი ადვოკატი ამბობს. აღარაფერს ვიტყვი იმ უპირველეს ეპისტოლარზე, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წლიდან „დიფ სთეითი“ დასდევს. მე მხოლოდ ძალიან მცირე მაგალითები მოვიყვანე – თქვენ განაგრძეთ, თუ გსურთ. ჰოდა, აი, ასეთ კაცებს ირჩევენ და გიჟიაო, ჩემზე ამბობენ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.