თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა, ცხადია, სააკაშვილს ვგულისხმობ
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თსუ-სთან აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერებს ეხმაურება.
„პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა – ბიძინას მოსყიდულების აქციაზე.
სააკაშვილს ვგულისხმობ ცხადია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. აქციის სახელწოდებაა „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ამ წუთებში კი, აქციის მონაწილეები რუსთაველის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.