თამარ ჩერგოლეიშვილი - „მთავარს“ ურევს სააკაშვილი, თვითონ შუაში რომ არ იყოს და ბიძინაზე ჰქონდეს ეჭვი, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ტალახში ამოთხვრიდა
„მთავარს“ ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის „მთავარის“ ყველა ჟურნალისტმა, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ეჭვი ბიძინაზე ჰქონდეს, დაწერდა პოსტებს და ოქუაშვილს ტალახში ამოთხვრიდა.
„სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში, მაგრამ მან „დამფუძნებლებს შორის კამათისგან“ თავი შორს დაიჭირა და ჟურნალისტებს ელაქუცა (რომ დაიტოვოს).
სააკაშვილია „მთავარ“ არხთან შუაში და არა ბიძინა. აკეთებს (დაახლოებით) იმავეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით „ტაბულა ტვ“-ს გაუკეთა. უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია – ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად თვლიან“, – წერს ჩერგოლეიშვილი.