თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს

ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს, – ასე მიმართავს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

„ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს.

სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი, რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი“,- წერს ჩერგოლეიშვილი.