თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა

პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„2016 წელს, არჩევნების წინ, „რუსთავი 2“ უკვეთავდა კვლევას და მალავდა იმ ნაწილს, სადაც ჩანდა, რომ არათუ ზოგადად ამომრჩევლის, არამედ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდა მიშა პრემიერად. ანუ რეალობა, რომ მიშა თავისი პარტიის ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდა ქვეყნის სათავეში – იმალებოდა.

იმიტომ, რომ მიშას ყოვლისშემძლეობაზე უნდა დამდგარიყო პოლიტიკა – ვინც ამას არ აყვებოდა, მოღალატედ ირაცხებოდა. ტყუილზე უნდა აგებულიყო გეგმები.

ამაზე არაერთი კონფლიქტი მომსვლია – ნუ, მერე დავიბლოკე კიდეც, რადგან რეალობის გაყალბებას ხელს ვუშლიდი.

ახლა რეალობის მთავარი გამყალბებელი ციხიდან ნეკნებს გვათვლევინებს – პუტინმა დამატყვევაო. პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა“, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.