თამარ ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილს ინსტინქტი იმდენად დაბლაგვებული აქვს, მართლა გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო 

13:07, 25.11.2026

ამ გადაგვარებულ ავადმყოფს იმდენად დაბლაგვებული აქვს ინსტინქტი, რუსების დასმული ვარო. ამ ტყუილის ყვირილი მისთვის სასარგებლო ჰგონია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

მისი თქმით, სააკაშვილს გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო.

„ამ გადაგვარებულმა ავადმყოფმა ეს პოსტი წაშალა – „ალბათ ბიძამისი იჯდაო“, ფედერალისტების ჩეთში იხუმრეს. იმდენად დაბლაგვებული აქვს ინსტინქტი, რუსების დასმული ვარო, ამ ტყუილის ყვირილი მისთვის სასარგებლო ჰგონია. მართლა გაქოცებული და გარუსებული ჰგონია ქართველობა და თავს აწონებს, რუსი ვარო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.

მსგავსი