თამარ ჩერგოლეიშვილი - მართალი ჩანს ბიძინა, „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს
თამარ ჩერგოლეიშვილი - მართალი ჩანს ბიძინა, „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს

აქ შეკრებილ ხალხს რომ ვუყურებ და კომენტარებს ვკითხულობ, მართალი ჩანს ბიძინა – ნაცების ხელისუფლებაში მოსვლა ადამიანების ღირსებაზე გადავლას ნიშნავს. სად გაიზარდეთ ხალხო? – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი „ტაბულას“ ფეისბუქგვერდზე ​მომხმარებლების კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ თავზე ნაგვის დაყრის საკითხს განიხილავენ.

ამასთან, აღნიშნულ თემაზე ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზეც წერს.

„ურნის დამხობის ინციდენტმა მგონი, უფრო ნათელი გახადა, რატომ ვთვლი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ მიშა სააკაშვილის ერთპარტიულ მმართველობას და რატომ მიმაჩნია, რომ სხვა პარტიებმა ნაცების გაწონასწორების და კონტროლის უნარი უნდა დაამტკიცონ. ეს ხალხი თუ არ შებოჭე, არ არსებობს ადამიანის ღირსების პატივისცემა შეძლონ. იგნორირებით არ იბოჭება არაფერი – მკაფიო შეფასება სჭირდება“,- წერს ჩერგოლეიშვილი.