თამარ ჩერგოლეიშვილი - კალაძე და დანარჩენები იხვეწებიან პარლამენტში შემოდითო, თვითონაც ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება
თამარ ჩერგოლეიშვილი - კალაძე და დანარჩენები იხვეწებიან პარლამენტში შემოდითო, თვითონაც ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება

რატომ იხვეწებიან კალაძე და დანარჩენები გაგიჟებული, პარლამენტში შემოდითო, იმიტომ, რომ თვითონაც ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ამდენი ხანი ოპოზიციას რადარებიდან აქრობდნენ, ყველა წინასაარჩევნო დაპირება ეს იყო და ახლა იხვეწებიან, პარლამენტში შემოდითო. რატომ?! იმიტომ, რომ თვითონაც ხვდებიან, უცნაური რაღაც რომ ხდება. ქვეყანა უზარმაზარ კრიზისში შედის. პრინციპში, უკვე არის, მაგრამ ამის შედეგები უფრო და უფრო გამოჩნდება. აქამდე, ზაფხული იყო და ხალხი კიდევ რაღაცას ხარჯავდა, მაგრამ ახლა ზამთარია გადასავლელი, გაზაფხულზე აქ რა მოხდება, კაცმა არ იცის და პარლამენტში ასე მარტო ჯდომა როგორია?!“, – განაცხადა ჩორგოლეიშვილმა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია. 

„ამ ტიპის უკმაყოფილებებს ვერ აღკვეთავ – ხალხი ქუჩაში გამოვა და აუცილებლად გააპროტესტებს გაყალბებას, სამსახურის დაკარგვას და იმას, რომ მისი ოჯახის წევრი საავადმყოფოში ვერ მოხვდა. ამას ვერ გააჩერებ და ამ ყველაფერს სჭირდება ძირითად საკითხებზე რაღაც ტიპის კონსენსუსი, მათ შორის, ძალიან მტრულ ძალებს შორის“, – განაცხადა ჩორგოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლებისთვის იმის თქმას, რომ მან ძალაუფლება დათმოს, რადგან თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არჩევნები გააყალბა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ეს მილიონნაირად შეიძლება, შეიფუთოს.

„ეს ძალიან მარტივად, მილიონნაირად შეიძლება, შეიფუთოს – რომ ქვეყანაში ასეთი კრიზისია, რომ ქვეყანა ორად არის გახლეჩილი და რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება და გამოსავალი არჩევნებია“, – განაცხადა ჩორგოლეიშვილმა.

როგორც ჩორგოლეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინსვლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია „ეგომანიაკების ახირებებისაგან თავისუფალი, დემოკრატიული ოპოზიციური ცენტრის შექმნა“.

„ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ჰქონდეს დასავლეთის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა ჩორგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და ხელისუფლებაშიც უნდა დაბრუნდეს, თუ ქართველი ხალხი აირჩევს.

დატოვე კომენტარი