თამარ ჩერგოლეიშვილი – „ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა ნაწილი
„ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა ნაწილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ნებისმიერი კვლევა მოწმობს, რომ ქართველები უფრო ენდობიან სტრასბურგის, ვიდრე ქართულ სასამართლოს.
„„ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა ნაწილი. და ქართველი ხალხი ჩვენკენ იქნება ამ დიდებულ საქმეში. ნებისმიერი კვლევა მოწმობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს უფრო ენდობიან ქართველები, ვიდრე ქართულ სასამართლოს. აღარ დასჭირდებათ სტრასბურგის მეოთხე ინსტანციად გამოყენება – აქ იქნება თავისუფალი სასამართლო და აქ აყვავდება ეკონომიკა სამართლიან გარემოში“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.