თამარ ჩერგოლეიშვილი - დასავლეთში არ იციან, რას ელოდნონ ოპოზიციისგან, ხედავენ სააკაშვილს, რომელიც რევოლუციისკენ იყურება
თამარ ჩერგოლეიშვილი - დასავლეთში არ იციან, რას ელოდნონ ოპოზიციისგან, ხედავენ სააკაშვილს, რომელიც რევოლუციისკენ იყურება

დასავლეთში არ იციან, რას ელოდნონ ოპოზიციისგან, ხედავენ სააკაშვილს, რომელიც რევოლუციისკენ იყურება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, როდესაც დასავლეთი განცხადებებს აკეთებს, მარტო ხელისუფლების მიმართ კი არ უნდა ხდებოდეს მესიჯების ძებნა, არამედ ოპოზიცის მიმართ მესიჯებისაც.

„ამ ტალღაში ორივე მხარე უფრო ხშირად არის ნახსენები, ვიდრე მე ამას ვისურვებდი ან ადეკვატურად ვთვლი.  „ვაშინგტონ პოსტი“ როგორც წესი, ამერიკის ისტებლიშმენტის აზრს გამოხატავს. 2013 წელს ძალიან ძლიერი ედიტორიალი გამოქვეყნდა. მიმომხილველები არიან ვეტერანი ჟურნალისტები, მათ დაინახეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ თქვეს, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია.

დღეს ქვეყნდება სტატია, სადაც წერია, რომ საქართველომ დემოკრატიის მხრივ უკან გადადგა ნაბიჯი, მელია პოლიტიკური პატიმარია, ბიძინა რომ ცუდია, ამასაც კარგად ხედავენ, მაგრამ ოპოზიციის მხარეს ხედავენ მარტო „ნაცებსა“ და სააკაშვილს. იქვე იმასაც უთითებენ, რომ სააკაშვილი თავად არ არის ერთგული დემოკრატიული პრინციპების მიმართ, რომ ის რევოლუციისკენ იყურება და ახლა საქართველოსთვის გამოსავალი არ არის რევოლუცია. უკეთესს რას ელოდნონ ოპოზიციისგან, არ იციან. სააკაშვილი მთლიანად დისკრედიტირებულია 2012 წლამდე მოვლენების გამო. მან რეაბილიტაცია გააკეთა არჩევნების წაგებით. მაშინ თეთრ ცხენზე იჯდა, იმხელა კაპიტალი ჰქონდა, ეს რომ ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ბიძინა ახლა არ იქნებოდა. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანცია და სააკაშვილის გაწონასწორების უნარი გამოავლინონ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.