თამარ ჩერგოლეიშვილი - ბორელის კომენტარი ვნახე, მთავრობასთან ითანამშრომლეთო, ქართველებმა ამ ფუყე მოწოდებებს რეალობის სწორი აღქმა თუ არ დავახვედრეთ, ესეც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც რუსეთთან დალაგების მოწოდებები
თამარ ჩერგოლეიშვილი - ბორელის კომენტარი ვნახე, მთავრობასთან ითანამშრომლეთო, ქართველებმა ამ ფუყე მოწოდებებს რეალობის სწორი აღქმა თუ არ დავახვედრეთ, ესეც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც რუსეთთან დალაგების მოწოდებები

​ბორელის კომენტარი ვნახე – 12 რეკომენდაციის შესრულებას გვთხოვენ საქართველის მთავრობასთან ერთად, ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს – მთავრობასთან ითანამშრომლეთ, რომ 12 პუნქტი შეასრულონო, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ჩვენ ასე გვთხოვდნენ პუტინთან ურთიერთობების დალაგებას. პუტინი იძახდა ისტორიის დარევერსება და საბჭოთა კავშირის დროინდელი დომინაციის აღდგენა მინდაო.

ესენი ჩვენ გვთხოვდნენ, კი რუსეთი ცუდია, მაგრამ მაინც დალაგდით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვსო.

იმას ჩვენი განადგურება უნდოდა, ესენი გვეუბნებოდნენ – თქვენ დალაგდითო, იმიტომ რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვსო.

ამ ტალღაზე მოვიდა ბიძინა.

ჩემი მიზანია პოლარიზაციაო, გამოაცხადა!

შუა უნდა გაიკრიფოსო! მეშინია ყველასი ვინც მიშა სააკაშვილის მხარდამჭერი არ არისო.

და ამას აწვება 10 წელია! ამ ამოცანის მისაღწევად იყენებს მთელ პროპაგანდისტულ მანქანას, იყენებს მიშა სააკაშვილს, იყენებს მართლმსაჯულების სისტემას.

ყველაფერს აკეთებს რომ პოლარიზაცია შენარჩუნდეს – „ვინც ქოცი არაა, ყველა ნაცია!“

ესენი ისევ ჩვენ მოგვიწოდებენ რომ დავლაგდეთ.

ქართველებმა თუ თავს არ ვუშველეთ და ამ ფუყე, არაფრისმთქმელ და უშინაარსო მოწოდებებს, აქ რეალობის სწორი აღქმა არ დავახვედრეთ – ეს მოწოდებები ზუსტად ისე დასრულდება, როგორც რუსეთთან დალაგების მოწოდებები დასრულდა.

ევროპა და ამერიკა იტყვის რომ შეეშალა (როგორც ახლა ამბობს რუსეთზე), უბრალოდ ეს ჩვენ არაფერში აღარ დაგვეხმარება!

გახსოვდეთ, რომ დასავლეთი ზელენსკის ქვეყნის დატოვებას სთავაზობდა!“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.