შალვა პაპუაშვილი – დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულის ჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი

16:15, 26.11.2026

დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულის ჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია.

„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულის ჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია. და ამას აღარაფერი ეშეველება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მსგავსი