ირაკლი კობახიძე – „ისკანდერი“ დიდხანს ჰქონდათ გადამალული, ძლივს ვიპოვეთ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, რაც დაგვეხმარა პროცესის მოგებაში
„ისკანდერი“ დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება. ეს მტკიცებულება ძლივს ვიპოვეთ და წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ამ ფონზე კიდევ ერთხელ იმეორებს სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.
„„ისკანდერი“ დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება და ძლივს ვიპოვეთ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ეს ძალიან დაგვეხმარა პროცესის მოგებაში. როდესაც ამ ფონზე კიდევ ერთხელ იმეორებს ამ სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.