ირაკლი კობახიძე თურქეთის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა

16:07, 26.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და უწყებათაშორისი კავშირების გაღრმავებას.

მათივე ცნობით, აღინიშნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

მსგავსი