თამარ ჩერგოლეიშვილი – ბოკუჩავა პოლიტიკური არარაობაა
ჩერგოლეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პარტია, არამედ არის „პიროვნების კულტზე ჩამოკიდებული რაღაც ფრაგმენტირებული საძმო, ბირჟა“, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, „სააკაშვილი არის ტიპური უკბილო ავტოკრატია“.
„მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშა და 5-იანი არის მხოლოდ მიშა. ასეთი რამ წარმოუდგენელია. სააკაშვილი ყვირის, რომ წესებს მას თავზე ვერავინ მოახვევს, რომ კოალიცია დიდი ბოროტებაა, რომ ან ის უნდა იყოს, ან – არავინ. 200-კაციანი აქციის მოწყობა არ შეუძლია საკუთარი თავისთვის, ეს შეუძლია დღეს სააკაშვილს, მეხუთე ადგილას გაჩანჩალებული ძალაა. სახალხო რომ იყო, დემოკრატიული უნდა იყო, დემოკრატიულობა ნიშნავს, რომ შენ უნდა აძლევდე შენს პარტიაში სხვა ლიდერებს განვითარების შესაძლებლობას. თავმჯდომარე ჰყავს პარტიას და 5-იანი მიშააო, ამას ამბობენ. ბიძინასგან მაშინ რით განსხვავდები, ის თავისი პარტიის საპატიო თავმჯდომარე მაინც არის. ეს არ არის პარტია, ეს არის პიროვნების კულტზე ჩამოკიდებული რაღაც ფრაგმენტირებული საძმო, ბირჟა. ამომრჩეველი დაეშალათ, არჩევნებზე დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებში რეგიონებშიც მეხუთეზე გავლენ.
ბოკუჩავა პოლიტიკური არარაობაა. მიშა სააკაშვილის პარტიაში 5-იანი არის მიშა, სხვა ყველა არის არარაობა. ასეთი სისტემაა. ბოკუჩავას პერსონალურ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, უბრალოდ ეს არჩევანი გააკეთა, რომ ეგეთ სისტემას ემსახუროს, სადაც თავმჯდომარე ჰქვია და თავმჯდომარე არ არის, სადაც პარტიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უწევს და ვერ იღებს, რადგან არარაობაა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.