თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
„ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციური ალიანსის დღევანდელ ბრიფინგს აზიარებს.
„ალიანსი. „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ, ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
დღეს „ოპოზიციური ალიანსის“ სახელით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და ზურაბ ჯაფარიძემ, რომლებმაც განაცხადეს: „სტაბილურობა გვინდა, მაგრამ არა თავისუფლების ჩახშობის ხარჯზე, ამერიკასთან პარტნიორობა გვინდა, მაგრამ არა იმ რეჟიმის მეშვეობით, რომელიც აშშ-ის მეგობრებს დევნის“.