თამარ ჩერგოლეიშვილი – ახლა უნდა ატყდეს ცრემლის ღვრა იმ ხალხზე, რომლებიც „ძალით მიიყვანეს აქციაზე“, არ მიყავთ არავინ ძალით, ყველაფერი არის არჩევანი

16:38, 27.10.2021

ახლა უნდა ატყდეს ცრემლის ღვრა იმ ხალხზე, რომლებიც „ძალით მიიყვანეს აქციაზე“, არ მიყავთ არავინ ძალით, ყველაფერი არის არჩევანი, – წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“.

„ახლა უნდა ატყდეს ცრემლის ღვრა იმ ხალხზე, რომლებიც „ძალით მიიყვანეს აქციაზე“.

არ მიყავთ არავინ ძალით.

ყველაფერი არის არჩევანი.

ის რომ „ძალით მიყავთ“ – ეგეც არის არჩევანი.

და არსებობს ხალხი, რომელიც ეგეთ არჩევანს აკეთებს – ქოცობა ურჩევნია.

ვიღაც რომ გარემოებების ზეწოლით რაღაცას აკეთებს – ეგეც არჩევანია და ამ არჩევანზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

P.S. ზოგადად, რაც მალე შევწყვეტთ აროგანტულად ხალხის ცხვრის ფარად აღქმას, რომელსაც წინააღმდეგობის ძალა არ აქვს, მით მალე მივაღწევთ ადეკვატურობას ქვეყანაში.

ჩვენ ძაან მამაცები ვართ, ძალით ვერ გვაკეთებინებენ და აი ისინი ვერ არიან მამაცები და ძალით დადიან აქციებზე – რამხელა პატერნალიზმი და ამპარტავნებაა ამ სიტყვებში“, – წერს „ფეისბუქში“ თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი