თამარ ჩერგოლეიშვილი – ახლა რასაც ხედავთ ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია

13:35, 16.06.2026

ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა, ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე აზიარებს პოლონური წარმომავლობის ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, სახაროვის პრემიის ლაურეატის, ანდჟეი პოჩობუტის განცხადებას, რომლის თანახმადაც: „რაც არ უნდა მისცე რუსებს, ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს“.

„ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა – ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და „მიშისტივააარ“ ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია. მათი ჩარეცხვის პარალელურად, შეიცვლება რუსული რეჟიმი. (სახაროვის პრემიის ლაურეატია ეს კაცი)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი