თამარ ჩარკვიანი - ნიკა მელია აუცილებლად გავა პროცესიდან ან ისე მოიქცევა, როგორც დასჭირდება ხალხს, რომელიც ამ პროწიალით და პიპინ-პიპინით უკვე გატანჯულია
თამარ ჩარკვიანი - ნიკა მელია აუცილებლად გავა პროცესიდან ან ისე მოიქცევა, როგორც დასჭირდება ხალხს, რომელიც ამ პროწიალით და პიპინ-პიპინით უკვე გატანჯულია

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის თამარ ჩარკვიანის განცხადებით, სხვადასხვა დროს მოწყობილი აქციების დროს ნიკა მელიას მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქტიურობა შეამცირა და პროცესი დააძინა.

„შენთან ხან 20 000 კაცი მოდის, ხან 40 000, ხან 100 000 და ხუმრობით ვამბობ ხოლმე, მაგრამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, 30 კაცით მიპროწიალდე სადღაც, ჯანდაცვასთან, სადაც შენი ლიდერი კვდება, ამას სჯობს, არ მიხვიდე“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია აუცილებლად გავა პროცესიდან.

„გავა, აუცილებლად გავა, უთუოდ, ან ისე მოიქცევა, როგორც ხალხს დასჭირდება, რომელიც უკვე გატანჯულია ამ პროწიალით და პიპინ-პიპინით“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.