თამარ ალანია - როდესაც ლევან მურუსიძე იყო საბჭოს წევრი, იმ პერიოდში ძალიან გახსნილი გახდა სასამართლო სისტემა
თამარ ალანია - როდესაც ლევან მურუსიძე იყო საბჭოს წევრი, იმ პერიოდში ძალიან გახსნილი გახდა სასამართლო სისტემა

არ არსებობს საქართველოში იურისტი, რომელიც იმ დროს მოქმედ სამართალზე დაყრდნობით იტყვის, რომ გირგვლიანის საქმის დაბრუნება შესაძლებელი იყო გამოძიებისთვის, ამიტომ რაღაცების მოთხოვნა მოსამართლისთვის, ეს გაეკეთებინა და ის გაეკეთებინა, მაპატიეთ, ცოტა გულზე მჯიღის რტყმაა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიანს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, თამარ ალანიას განემარტა 2015 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც ამბობდა: „ჩემი არჩევანი არის მურუსიძე, ადამიანი, რომელიც ხედავს დამოუკიდებელ სასამართლოს. სასამართლო, რომელიც იყო 2012 წლამდე, არის გაცილებით სხვანაირი, არის ბევრად დამოუკიდებელი და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ლევანი გახდა მდივანი, ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხმა აიწია“.

თამარ ალანიას თქმით, მას შეუძლია, ისაუბროს მედიაში გაჟღერებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, არაფერი აქვს უარსაყოფი ან უგულებელსაყოფი.

„პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ბატონ ლევანთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი დაიწყო მას შემდეგ, რაც სასამართლო ძალიან სერიოზულ განსხვავებულ აქტორად მოევლინა სახელმწიფოს. საბჭოს შესახებ 2012 წლამდე არ იცოდა არავინ, დიდი მონაწილეობა და დაინტერესება არც მე მქონდა, რა საკითხები იხილებოდა, როგორ იხილებოდა. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილება შევიდა და აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ძალიან ჩვეულებრივად, რიგითმა მოსამართლემ თავისი ხედვებით, რადგან ვაწარმოე ჩვეულებრივი კამპანია, ყველა მოსამართლე ვნახე, ვიცნობდი თუ არ ვიცნობდი, მივედი, ვესაუბრე და ა.შ. მოგვეცით საშუალება, ვყოფილიყავით არჩეული და მიგვეღო ფარულად ჩვენი კოლეგებისაგან ხმა, ეს იყო პირველი შემთხვევა. როდესაც ბატონი ლევანი იყო საბჭოს წევრი, იმ პერიოდში რეალურად ძალიან გაიხსნა სასამართლო სისტემა. არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები და თქვენ თავად ბრძანდებდით მოსამართლეთა ერთობის დირექტორი, რომელიც ხასიათდებოდა განსხვავებული პოზიციებით, ეს ყველაფერი დუღდა და იყო. რომ არა ეს პროცესები და რომ არა ის ადამიანები, ვინც იყვნენ, მაშინ გაიხსნა ეს ყველაფერი. ბატონი ლევანი თავმჯდომარე იყო და რატომ უნდა ვთქვა, რომ ის იყო უზურპატორი. აშკარაა, ის ადამიანი ზუსტად იმ დროს იყო, როდესაც ეს ორი განსხვავებული პოზიცია დუღდა. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე განხილული აქვს რაღაც გახმაურებული საქმე, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ღირებული პრინციპი, როდესაც მოსამართლე და მოსამართლის სტაბილურობისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ მისი გადაწყვეტილების გამო თუ სტრასბურგის სასამართლოში წავიდა ეს საქმე, თუ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება და თუ დადგინდა დარღვევა, ეს არ გახდეს მოსამართლის დევნის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შეშინებულ მოსამართლეს, რომელიც დღეს ამის გამო იდევნება და ხვალ სხვა რაღაცის და ა.შ. ყველაზე მთავარი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს დასკვნაა მოსამართლეების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის შესახებ. იქ პირდაპირ წერია, რომ ამის გამო არ შეიძლება მოსამართლე იქნას გათავისუფლებული. არ არსებობს საქართველოში იურისტი, რომელიც იმ დროს მოქმედ სამართალზე დაყრდნობით იტყვის, რომ გირგვლიანის საქმის დაბრუნება შესაძლებელი იყო გამოძიებისთვის. ამიტომ, რაღაცების მოთხოვნა მოსამართლისთვის, რომ ეს გაეკეთებინა და ის გაეკეთებინა, მაპატიეთ, ცოტა გულზე მჯიღის რტყმაა. მაშინ ჯერ ეს ადამიანები მოვიდნენ სასამართლოში, მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება და შემდეგ თქვან რამე“, – განაცხადა თამარ ალანიამ.