„თალიბანმა“ დააკავა ავღანელი ღვთისმსახური, რომელიც პრეზიდენტ აშრაფ ღანის მრჩეველი იყო
„თალიბანმა“ დააკავა ავღანელი ღვთისმსახური, რომელიც პრეზიდენტ აშრაფ ღანის მრჩეველი იყო

მოძრაობა „თალიბანმა“ დააკავა გავლენიანი ავღანელი ღვთისმსახური, რომელიც პრეზიდენტ აშრაფ ღანის მრჩეველი იყო.

მულვი მუჰამად სარდარ ზადრანი ავღანეთის უმსხვილესი რელიგიური ორგანიზაციის ღვთისმეტყველთა ეროვნული საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელია.

მისი შვილის თქმით, ის თალიბებმა ხოსტის პროვინციაში დააკავეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ღვთისმსახურს მრავალი მიმდევარი ჰყავს და გავრცელებული ინფორმაციით, ის მათ „თალიბანის“ წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდებდა.

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბული ორი კვირის წინ დაიკავა.