„თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქება აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა
„თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქება აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა

„თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქება აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ორი აფეთქების შედეგად მოძრაობა „თალიბანის“ არცერთი წევრი არ დაღუპულა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მანამდე „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ქაბულის აეროპორტში მომხდარ ორ აფეთქებას „თალიბანის“ სულ მცირე 28 წევრი ემსხვერპლა.

ქაბულის აეროპორტში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.