„თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში სამხედროებისა და პოლიციის ბაზა დაიკავეს
„თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში სამხედროებისა და პოლიციის ბაზა დაიკავეს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში სამხედროებისა და პოლიციის ბაზა დაიკავეს. სააგენტო Pajhwok-ის ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე 25 პოლიციელი იმყოფებოდა.

ავღანეთის მთავრობა დაღუპული და დაჭრილი პოლიციელების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. „თალიბანის“ მებრძოლებმა ბაზაზე არსებული შეიარაღება და სამხედრო ავტომობილები წაიღეს.

თავად რადიკალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შემდეგ 10 ჯარისკაცი მოკლეს, 13 კი ტყვედ წაიყვანეს.