თაკო ჩარკვიანმა გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე ლექსი წაიკითხა [ვიდეო]

თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მირზა გელოვანის ლექსი წაიკითხა.

თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლის დროს განმარტა, რატომ უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს და განაცხადა, რომ ვაშაძე არის უმაღლესი რანგის დიპლომატი, თაობების პატივისმცემელი, უხუცესთა პატივისმცემელი, კულტურისა და ნიჭის პატივისმცემელი.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინა ხელისუფლების შეცდომების გაანალიზების შედეგია.