თაკო ჩარკვიანი - ყველა კანონი დარჩება მაგიდაზე სასამართლო სისტემის სრული რეფორმის გარეშე, პრემიერო, თქვენს დანახვაზე კი არ უნდა კანკალებდეს რომელიმე პროკურორი, თქვენი ინსტიტუცია უნდა მოწმდებოდეს
თაკო ჩარკვიანი - ყველა კანონი დარჩება მაგიდაზე სასამართლო სისტემის სრული რეფორმის გარეშე, პრემიერო, თქვენს დანახვაზე კი არ უნდა კანკალებდეს რომელიმე პროკურორი, თქვენი ინსტიტუცია უნდა მოწმდებოდეს

პრემიერო, თქვენს დანახვაზე კი არ უნდა კანკალებდეს რომელიმე პროკურორი, არამედ თქვენი ინსტიტუცია უნდა მოწმდებოდეს, რადგან ის სახელმწიფო ინსტიტუციაშია, – ასე მიმართა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამეტში ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, ყველა კანონი დარჩება მაგიდაზე, თუ არ მოხდა სასამართლო სისტემის სრული რეფორმა.

„მგონი, ევროპის აღზრდა გადაწყვიტეს და ევროპა უკვე არსებობს ძლიერი თავისი ღირებულებებით, კონსტიტუციური ჩარჩოთი. ჩვენ ვეხვეწებით დასავლელ პარტნიორებს, დაგვეხმარონ, რათა აღმოვჩნდეთ ევროპული ოჯახის წევრები, ისინი არ გვეხვეწებიან და არც გვაკონტროლებენ. ისინი იცავენ საკუთარ სივრცეს, ვინაიდან მათ აინტერესებთ, რა ტიპის ქვეყანა უნდა გახდეს ამ დიდი, დასავლური ოჯახის წევრი – აღვირახსნილი და კანონის ჩარჩოებიდან გასული, თუ კანონმორჩილი ქვეყანა.

რა არის ეს სტატუსი და რატომ გვინდა? ბატონმა არმაზმა საინტერესოდ თქვა, სტატუსი გვინდა, რადგან მოხდეს რეფორმები. ბევრი ძალიან კარგი კანონი არსებობს, ყოფილი ხელისუფლების დროსაც, ამ ხელისუფლების დროსაც ბევრი ძალიან საინტერესო კანონია, რომელიც არ სრულდება. ყველა კანონი დარჩება მაგიდაზე, თუ არ მოხდა სასამართლო სისტემის სრული რეფორმა, ანუ პროკურატურის და სასამართლოსი. პრემიერო, თქვენს დანახვაზე კი არ უნდა კანკალებდეს რომელიმე პროკურორი, არამედ თქვენი ინსტიტუცია უნდა მოწმდებოდეს, რადგან ის სახელმწიფო ინსტიტუციაშია. მხოლოდ ტელეჟურნალისტები არ უნდა აკეთებდნენ ამას, რასაც შესანიშნავად აკეთებენ და დიდი აგრესიით გამოირჩევით ყველა მედიის მიმართ, რომელიც უბრალოდ აფასებს ხოლმე მოღვაწეობას.

გუშინდელი განცხადება მოვისმინე, რაც მინდა, თქვენთან ერთად გავიარო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამერიკა თუ შეწყვეტს და გადახედავს დაფინანსებას, ანუ მილიარდებს, რაც  წლების განმავლობაში საქართველოში შემოედინება, აშშ თუ გადახედავს, თურმე ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იდარდოს. მაგალითად, ცე ჰეპატიტის პროგრამით ათი ათასობით ადამიანი რომ გადარჩა, თურმე ამაზე არასამთავრობოებმა უნდა იდარდონ. რა არის სტატუსის მიღება და რეფორმები, ეს არის ინვესტიციების შემოდინება, სასამართლოს და პროკურატურის რეფორმა. რატომ გვაქვს ეჭვი, რომ არ აპირებთ სტატუსის მიღებას? მაშინ მურუსიძეს პირველ პირად ხომ არ აქცევდით? ვისაც ვაპროტესტებდი იმ წლებში, ახლა პირველი პირია და თქვენ ამაზე რეაქცია არ გაქვთ. რა დაგვრჩება, თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას, ირანის და რუსეთის გარემოცვაში დარჩენილი საქარათველო, ეს არის ღია ღალატი, სახელმწიფოს ღალატი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.