თაკო ჩარკვიანი - უფრო მისაღები იქნებოდა, პოდოლიაკს ეთქვა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ხალხი იმსახურებსო
თაკო ჩარკვიანი - უფრო მისაღები იქნებოდა, პოდოლიაკს ეთქვა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ხალხი იმსახურებსო

უფრო მესიამოვნებოდა და გამიხარდებოდა, პოდოლიაკს ეთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებსო. ჩემთვის ეს უფრო მისაღები იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაუხარდებოდა, პოდოლიაკს უფრო რბილი განცხადება გაეკეთებინა.

„ობიექტურად გეტყვით, უფრო გამიხარდებოდა, ქართველი ხალხისთვის მიმხრობითი განცხადება გაეკეთებინა და ასე გადაჭრით არ ეთქვა, რომ არ იმსახურებს. მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ხისტი განცხადებები ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება თუ დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სხვა ვერ დააზიანებს. სხვას უბრალოდ მოვთხოვდი, რომ უფრო რბილი განცხადება გაეკეთებინა, როდესაც მეგობარ ქვეყანაზეა საუბარი და როდესაც ის მეგობარი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხალხი იმსახურებს სტატუსს. ამიტომ გამიხარდებოდა, უფრო რბილი განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.