თაკო ჩარკვიანი - სურვილი მაქვს, სალომე ზურაბიშვილს ორიოდ სიტყვა ვუთხრა, იქნებ სარეაბილიტაციოდ გაუშვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს
თაკო ჩარკვიანი - სურვილი მაქვს, სალომე ზურაბიშვილს ორიოდ სიტყვა ვუთხრა, იქნებ სარეაბილიტაციოდ გაუშვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხს დააყენებს.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ამ შეხვედრიდან ნაკლები მოლოდინი აქვს.

„ზუსტად ვიცი, დღეს რაზე მინდა მას ვესაუბრო. მინდა, ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მესმის, რომ ვერ მიიღო პოლიტიკური აქტის გადაწყვეტილება, ეს შეწყალება იყო თუ ამნისტია, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა და უფრო გაურთულდა, მაგრამ ვფიქრობ, იქნებ როგორმე მიიღოს მონაწილეობა, რომ სარეაბილიტაციოდ გაუშვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს ქვეყანას. მე პირადად სურვილი მაქვს, რომ ამაზე ორიოდ სიტყვა ვუთხრა და მაინტერესებს, თავად როგორ წარმოუდგენია სამომავლოდ ამაზე შეთანხმება. უთუოდ უმაღლესი ინსტიტუცია, ობიექტური მინდა ვიყო მის მიმართ, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა რუსულ ვექტორთან მიმართებაში. ბოლო გამოსვლაში მან დაიწყო საუბარი, რომ რუსეთი აგრესორია, რაც ვერ ვათქმევინეთ ვერავის ხელისუფლებიდან. მოკლედ, მთელი რიგი კითხვები მაქვს, ვნახოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.