თაკო ჩარკვიანი - შეუძლებელია, რაიმე განცხადება მიიღო პროკურატურისგან, რომელსაც საქართველოში არავინ ენდობა
თაკო ჩარკვიანი - შეუძლებელია, რაიმე განცხადება მიიღო პროკურატურისგან, რომელსაც საქართველოში არავინ ენდობა

ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანის თქმით, დღევანდელ პროკურატურას საქართველოში არავინ ენდობა და მის განცხადებასაც არავინ მიიღებს.

აღნიშნული კომენტარით ჩარკვიანი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნეს.

ჩარკვიანის თქმით, საჭიროა პროკურატურის რეფორმირება, რის შემდეგაც განიხილავენ, რა და როგორ მოხდა 2012 წელს.

„შეუძლებელია, ცხრა წლის თავზე, 2021 წელს რაიმე განცხადება მიიღო იმ პროკურატურისგან, რომელსაც საქართველოში არავინ ენდობა, რადგან კრიმინალ ბედუკაძეს პარტიის შექმნის უფლება მისცეს და გმირი უწოდეს. ნდობა აღარ არის არათავისუფალი, ოლიგარქის ჯიბის პროკურატურის მიმართ. მაშინ, როცა 5-6 ივლისის მოვლენები და ბანდების თარეში არ აქვს გამოძიებული პროკურატურას, მისგან ვერაფერს მიიღებს საზოგადოება.

უნდა გამოიცვალოს და პროკურატურის რეფორმა მოხდეს. რეფორმის შემდეგ განვიხილავთ, რა როგორ იყო 2012, 2013 და 2009 წელსაც. ვერ მივიღებთ ამ განცხადებას ირაკლი შოთაძისგან, რომელსაც სრულიად საქართველო უნდობლობას უცხადებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.