თაკო ჩარკვიანი - სასამართლო კლანი თუ გაქვს და ოლიგარქიული მმართველობაა, გააკეთო თუ არა რევოლუცია, როგორ დაიცვა სახელმწიფოებრიობა, ეს დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გვითხრან?
თაკო ჩარკვიანი - სასამართლო კლანი თუ გაქვს და ოლიგარქიული მმართველობაა, გააკეთო თუ არა რევოლუცია, როგორ დაიცვა სახელმწიფოებრიობა, ეს დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გვითხრან?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს, რადგან ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს არ ეტყვიან, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა რა ფორმით უნდა დაიცვან, არამედ, მოქალაქემ თავად უნდა იცოდეს, „სასამართლო კლანისა და ოლიგარქიული მმართველობის“ პირობებში როგორ იმოქმედოს.

„როდესაც შენ ვერ ხედავ ვერანაირ პერსპექტივას, ჯერ ერთი, არავინ გვეუბნება, პარლამენტში შედით, თუ გამოდით. დიპლომატიური კორპუსი არასდროს გეტყვის, იმან შენ ჩაგიწერა, კლანი გაქვს და ოლიგარქიული მმართველობა მძლავრობსო. თუ კლანი მაქვს სასამართლოში, რეფორმები თუ არ მაქვს, სად ჯანდაბაში შევიდე? ოლიგარქი თუ მყავს, თუ კლანია სასამართლოში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩავატარებ ჯანმრთელ არჩევნებს, მაშასადამე, ვერ მექნება ნორმალური საარჩევნო სისტემა. აბა, სად შევიდე და რომ შევალ, რა გავაკეთო? აბა, თუ სასამართლო კლანი გაქვს და ოლიგარქიული მმართველობაა, რევოლუცია გააკეთო თუ არა და შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა როგორ უნდა დაიცვა, რა ფორმით, ეს ჩვენ დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გვითხრან? ისინი არ გვეტყვიან და არც უნდა გვითხრან. შენ, მოქალაქემ უნდა იცოდე, რომ თუ კლანია, და კლანი ნიშნავს, რომ კორუფციაა, კორუფცია თუა, ეკონომიკა დაბალი გაქვს, ეკონომიკა თუ დაბალი გაქვს, შენი ხალხი შიმშილობს, ოლიგარქიატი მძლავრობს და მაინტერესებს, რატომ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ბატონებო, ვინმემ ამიხსნას“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.