თაკო ჩარკვიანი - საპარლამენტო ბოიკოტს ვუერთდები, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება
თაკო ჩარკვიანი - საპარლამენტო ბოიკოტს ვუერთდები, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება

ბოიკოტს ვუერთდები, რადგან მძიმე ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, რომ არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება, ამიტომ ვუერთდები ამ ბოიკოტს. უნდა დათმონ და ეს იქნება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს.

„მე ვთქვი და შეიძლება, ძალიან არაპოპულარულად ჟღერდა, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, დიახ, აქცია არის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი პროტესტის. სხვა კაცობრიობას არ გამოუგონებია. მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ ეს ასეა. ხშირად ხდება, რომ ხელისუფალმა უნდა მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება, თუნდაც ბოლომდე ასე არ ფიქრობდეს, მაგრამ თუ ხედავს, რომ მის სახელმწიფოს სჭირდება იმ სტატუსის მისაღებად, ცოტა მეტი სიმშვიდის მოსაპოვებლად, ამაზე უნდა იფიქროს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადონ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.