თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს განახორციელებს, ძალიან გამიხარდება
თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს განახორციელებს, ძალიან გამიხარდება

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ველოდები პოლიტიკური დიალოგის ფორმატს, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვები, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, შეთანხმების პროცესის დაწყება უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორც შეძლებს ამას პრეზიდენტი, ეს იქნება მთავარი.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე. თუ ის ამ ყველაფერს განახორციელებს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა გაუჭირდება, რადგან ირაკლი კობახიძის საშინელი განცხადება მოვისმინე. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ ადამიანებთან წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს. თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, მხოლოდ გამიხარდება. შეთანხმების პროცესის დაწყება უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორ განახორციელებს, ეს იქნება მთავარი. ირაკლი კობახიძისგან სრულიად უიმედობა მოვისმინე. როცა პრეზიდენტი მის გუნდთან ახლოს მყოფი იწყებს პროცესს, შეგიძლია, საერთოდ არაფერი თქვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.