თაკო ჩარკვიანი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დავუჭირე, რადგან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან, მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი
თაკო ჩარკვიანი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დავუჭირე, რადგან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან, მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანის განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს. მისი თქმით, მთელი რიგი პუნქტებია, რომლებიც მიშელის დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ასევე მიესალმება მათ, ვინც კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

„წინააღმდეგ მივეცი ხმა, რადგან ძალიან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან. არ მინდა, რომ პრეცედენტი დავუშვათ, შარლ მიშელის დოკუმენტში ის კი არ წერია, რომ ნაწილი შეასრულეთ და ნაწილი არა. დოკუმენტში წერია, რომ ის, რაც იქ არის, უნდა შესრულდეს. რეფორმები, მთელი პუნქტებია, რომელიც აცდენილია. არ მიყვარს დოკუმენტის ასე რყევა. თუ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი ამ რეფორმებით მისაღებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაცია იყო შალვა ნათელაშვილისადმი, ასევე ცესკო-ში წარმომადგენლები და 40%-იანი ბარიერი. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ვინ ვართ, რომ პოლიტიკოსები კომპრომისზე წავიდეთ. რა უფლება გვაქვს ჩვენ, სამომავლოდ ქვეყნის განვითარებისთვის ძლივს შექმნილი დოკუმენტი, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ და ძლივს მოვიპოვეთ, იქაც ახლა კომპრომისებზე მივდიოდეთ, ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ ამ დოკუმენტისთვის რატომ ვიბრძოლეთ. პირდაპირ კამათი, ორთქლის გამოშვება ყოფილიყო დარბაზში, ეგ იქნებოდა და ეგ. რატომ წავიდეთ ასეთ კომპრომისზე და ბოლომდე რატომ არ ვიბრძოლოთ. საწინააღმდეგო პოზიცია რატომ არ გამოვხატო, როდესაც ვხედავ, რომ დოკუმენტში მთელი რიგი პუნქტები არ არის გათვალისწინებული და ირღვევა. მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი. ასევე, მომეწონა ვინც თავი შეიკავა.

დაახლოებით იგივეა, რაც წინააღმდეგობა, თუმცა მე, ნატო ჩხეიძემ და როსტომმა უფრო გამოვხატეთ პოზიცია. ძალიან არ მომწონს და მწყინს ცოტა კოლაბორაციონალური დამოკიდებულება, როდესაც ასეთ ძვირფას, სამომავლოდ რეფორმირებულ დოკუმენტზეა საუბარი. იქ არაფრით უკან დახევა არ შეიძლება. ერთ-ერთმა დეპუტატმა დამიმახინჯა განცხადება, რომ თამარ ჩარკვიანმა თქვა, რევანში გაგრძელდებაო. ასეთი სისულელე რომ გაიფიქრო, ადამიანი არ იტყვი. საქართველოში დაპირისპირება და რევანში ყოველთვის გაგრძელდება თუ ჩვენ რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა არ მივიღეთ. ანუ თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი აუდიტი. ეს ორჯერ ორი ოთხია. ჩვენ რის გამოც 30 წელია, წრეზე დავდივართ. სამართლებრივი სისტემა წარმოუდგენელია. მხოლოდ ამ ხელისუფლების არა, ყოფილ ხელისუფლებასაც რომ მოესწრო რეფორმების გატარება, დღეს მათთვისვე უკეთესი იქნებოდა რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. ყველა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ის აუცილებლად მოვა ოპოზიციაში. პირადად მე ამიტომ ვიბრძვი. აბა, ოქტომბრის ბოიკოტი რატომ გავაკეთეთ? საარჩევნო სისტემის გამო ხომ? ჩვენ თუ ახლა საარჩევნო სისტემაში დავუშვით, რომ სრულფასოვანი, კარგი საარჩევნო რეფორმირებული სისტემა არ მივიღეთ, ისეთი, როგორსაც ჩვენ დოკუმენტი გვთხოვს, ეს კარგი არ იქნება“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანი.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ სამი კანონმდებელი წავიდა. კანონპროექტის  წინააღმდეგ ხმა მისცეს თამარ ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

დატოვე კომენტარი