თაკო ჩარკვიანი - როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, რევოლუციას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება

როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, რევოლუციას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება, – აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი.

„ჩემს თავს სულ ვუმეორებ – არავითარი რევოლუცია. როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, რევოლუციას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება, არ დავანგრიოთ სახელმწიფო ინსტიტუციები და ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას მივუჩინოთ ადგილი, მშიერი კაცი აღარ გვყავდეს საქართველოში და რას ქვია, სიტყვა რევოლუციის მეშინია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ფორმულას“ ეთერში.

ჩარკვიანის თქმით, ჯანყის უფლება კონსტიტუციური უფლებაა და გონიერი ოპოზიცია უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს, რათა ქვეყანა თავზე არ ჩამოვიმხოთ.

„ამის კულტურა გვაქვს, სამდღიანი რევოლუცია გვახსოვს, რევოლუცია დაარქვეს. არაფერი დალეწილა, შუქი არ იყო და შუქი მოვიდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.