თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიას თუ დაიჭერენ, უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით
თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიას თუ დაიჭერენ, უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით

ვფიქრობ, საზოგადოებამ სწორად უნდა აღიქვას, რომ ეს არ არის ერთი ნიკა მელიას მიმართ განხორციელებული უსამართლო აქტი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

გავრილოვის ღამე გააპროტესტა ყველამ, ვინც დაიცვა ქართული სახელმწიფო. არ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დროინდელ ისტორიაში ასეთი შეურაცხყოფა, რომ ეკრანზე ვიხილეთ ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამზე. ეს იყო პრაქტიკულად სიგნალი რუსეთისთვის, რომ შესაძლებელია, ამ სკამში 21-ე საუკუნის ტერიტორიებდაგლეჯილ საქართველოში პირველ სკამში ჩასვათ ოკუპანტი გავრილოვი. მთელი უბანი და ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ, იმისტი, ამისტი, საქართველოისტი, ყველა გარეთ იყო. ახალგაზრდობამ ღირსეულად დაიცვა, სწორად აღიქვა ეს უბედურება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რა საინტერესოა და პარადოქსული, რომ თურმე ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ. პასუხი მოთხოვოს ხელისუფლებამ ვინც გააპროტესტა ეს პროვოკაცია, თუ იმ პროვოკატორებს, ვინც ეს ჩაიდინა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი დეპუტატ ქეთი დუმბაძეს მიმართავს:

„საკანონმდებლო ორგანოში მეგულება ქეთი დუმბაძე. არ ვიცი, ხშირად ჩემი ადამიანური მოლოდინები სამწუხაროდ არ ამართლებს ხოლმე, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ვიღაცა აღმოჩნდება. მე ქეთის აქედან ვეტყოდი – არ მგონია, რომ შენ შეძლებ დაჭერას თითი დააჭირო, იმ ადამიანის დაჭერას, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობა დაიცვა იმ საშიროებისგან, რასაც ჰქვია რუსი ოკუპანტის პირველ სავარძელში ჯდომა. იმედს ვიტოვებ და ველოდები ხვალინდელ დღეს, რომ შენ იმ ღილაკს სამარცხვინოდ ხელს არ დააჭერ“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში რა იქნება მათი გეგმა, ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება „უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებს“.

„ეს იქნება აბსოლუტურად ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა. ეს არ არის ნიკა მელიას დაცვა მხოლოდ. გამოვალთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ჩვენ კონსტიტუცია დაგვახიეს თავზე, ანტისაოკუპაციო კანონმა არ იმუშავა და სხდომა მიჰყავდა ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტ გავრილოვს. უდიდეს საპროტესტო ტალღას მიიღებენ, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. ნიკა მელია ამ შემთხვევაში არის კრეფსითი, შურისძიება არის ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.