თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას მიმართავს - აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და რვა პროცენტი კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი
თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას მიმართავს - აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და რვა პროცენტი კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი

აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და რვა პროცენტი კი არა, პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი, – პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანის აზრით, როცა სააკაშვილი ციხეშია, პრინციპული ბრძოლა ღირებულებებით ხალხმა ვერ დაინახა.

„ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძის ქება დაიმსახურა, ასე გააგრძელე და ვექტორალური აზელვა ქვეყნის ცრუ დამბეზღებელთან, აპიპინეთ რუსთაველზე ბურჯანაძესთან ერთად და 8 პროცენტი კი არა პირდაპირ ბურჯანაძის პარტიის რეიტინგზე დაგსვამს ხალხი!!!!!!! ხალხი? ხალხი ბრძენია, როცა პუტინის ტყვე სააკაშვილი ციხეშია, პრინციპული ბრძოლა ღირებულებებით ხალხმა ვერ დაინახა და ხალხი „თამაშს“ და ვექტორალურ „აზელვას“ „ფსევდო ლიდერებს“ – არავის აპატიებს, არც აპატია!“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.