თაკო ჩარკვიანი - მთავრობა ღარიბაშვილიანად უნდა აილაგმოს, გადადგეს, ეს ჩემი კაპრიზი არ არის
თაკო ჩარკვიანი - მთავრობა ღარიბაშვილიანად უნდა აილაგმოს, გადადგეს, ეს ჩემი კაპრიზი არ არის

ხელისუფლება, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება, ასეთი ხელისუფლება უნდა გადადგეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ძალადობა მიუღებელია.

„ოპერატორი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, სასტიკად იყო ნაცემი სახის არეში ძალიან დიდი ტრავმები მიაყენეს ჟურნალისტებს, შეუძლებელი გახდა ცხოვრება ამ ქვეყანაში, შესაბამისად, მთავრობა ღარიბაშვილიანად უნდა აილაგმოს, გადადგეს. ეს ჩემი კაპრიზი არ არის. სასულიერო პირი, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა ძალადობას, ამბიონთან მივედი და კურთხევა ავიღე რას ნიშნავს? კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი, მოძალადე ანაფორას გადაიცვამს და მღვდელს დაირქმევს, ეს რას ნიშნავს? მგონია, რომ ეს აქცია ქართული მართლმადიდებლობის წინააღმდეგაც იყო მიმართული, რომ ძირი გამოეთხარათ ნორმალური, ჯანმრთელი, კარგი სამღვდელოებისთვის, რომელიც არსებობს. ეს ჩაიდინეს მოძალადეებმა, რომლებსაც რა თქმა უნდა, რუსეთის უშიშროება კვებას, ამიტომ ხელისუფლებას, რომელსაც კვებას რუსეთის უშიშროება, ასეთი ხელისუფლება უნდა გადგეს, ასეთი გახლავთ ღარიბაშვილი თავისი ბანდით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დატოვე კომენტარი