თაკო ჩარკვიანი - მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ ბედავთ ზოგიერთები ამ პოლიტიკანის, ნინო ბურჯანაძის რეაბილიტაციას
თაკო ჩარკვიანი - მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ ბედავთ ზოგიერთები ამ პოლიტიკანის, ნინო ბურჯანაძის რეაბილიტაციას

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიმართავს, როგორ ბედავენ ნინო ბურაჯანაძის რეაბილიტაციას.

ამ თემაზე თაკო ჩარკვიანმა „ფეისბუქის“ ორ პოსტი გამოაქვეყნა.

„ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ და ვეკითხები ყოფილი ხელისუფლების, ანუ ნაციონალების მაშინდელ ლიდერებს და თანამდებობის პირებს – ეს ჩანაწერი თქვენ გააყალბეთ და ფალსიფიცირებულია??? თუ ასეა, თქვენ უნდა აგოთ პასუხი (რაც ვიცით, რომ ფალსიფიცირებული არ არის, ნამდვილია და არ არის გაყალბებული) თუ არა და, როგორ ბედავთ „ზოგიერთები“ აი, ამ პოლიტიკანის „რეაბილიტაციას“, როგორ ბედავთ, სამოქალაქო ომის და 500 კაცის დახოცვის და გრუ-ს ჯარების შემოყვანის მოსურნეებთან კოლაბორაციონალიზმს! შეწყვიტეთ ეს წარმოუდგენელი სიბინძურე!

ახლა ვეკითხები პირდაპირ ეთერში, ყოფილი ხელისუფლების ყველა მაშინდელ თანამდებობაზე მყოფს ღია ეთერში, მიპასუხეთ ანუ გვიპასუხეთ, თქვენ ის „ცნობილი“ ჩანაწერი პოლიტიკანი-ბურჯანაძის, ოჯახის წევრთან, რომ საუბრობს, სადაც ამბობს, რომ „500 კაცი, რომ მოკვდეს არაფერია, ხოლო მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოს“, აი ეს ჩანაწერი თქვენს მიერ არის ფალსიფიცირებული??!! თუ ასეა, მაშინ თქვენ უნდა აგოთ პასუხი, ხოლო თუ ასე არ არის (რაც ვიცით რომ ნამდვილია ჩანაწერი) მაშინ როგორ გვკადრებთ და ბედავთ ამ ოკუპანტის მსახურთან – სავარაუდო დამნაშავეებთან, კოლაბორაციონალიზმს – ღია ეთერში მყოფთ (და არა მხოლოდ) ვეკითხები?!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.