თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ლიდერი და ბუნებრივია, მას რჩევას ეკითხებიან
თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ლიდერი და ბუნებრივია, მას რჩევას ეკითხებიან

27-პროცენტიანი პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი რომ გადაწყვეტილებას იღებდეს და აქედან ადამიანები რჩევას აძლევდნენ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ის არის ხელისუფლების მიერ დევნილი, თორემ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ლიდერი და ბუნებრივია, მას ეკითხებიან რჩევას, ამაში საკვირველი აბსოლუტურად არაფერია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, იძულებითი მდგომარეობაა.

„მისი სარჩელი წარმოებაში მიიღეს და ახლა საინტერესოა, სტრასბურგი რას იტყვის. არაა განსაკუთრებული, რომ მისგან რჩევას იღებენ, ამხელა ოპოზიციური პარტიაა და ბუნებრივია მისი აზრი აინტერესებთ. მე, საერთოდ, გაცხადებული მაქვს ჩემი პოზიცია-  არშესვლის მომხრე ვარ. თუმცა, განსხვავებით იმ ბოიკოტისგან, ზუსტად ვიცოდი რას ვაკეთებდი, ახლა მე ჩემს თავზე იმ ტვირთს არ ავიღებ. მე ჩემს პოზიციას ვიტყვი – ვარ არშესვლის მომხრე, თუმცა ვითვალისწინებ, არსებობს საფრთხეებიც და მესმის ადამიანების, რატომ აანონსებენ შესვლას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად კიევში, მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა.