თაკო ჩარკვიანი - მამუკა ხაზარაძეს ორ პროცენტად რომ შემოაქვს და 31 პროცენტად უპროცენტებს ხალხს, მევახშეა, აბა, რა არის, კაცები გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები გაუქცია
ორ პროცენტად რომ შემოგაქვს პროცენტი და 31 პროცენტად უპროცენტებ შენს ხალხს, მევახშე ხარ, აბა, ბანკირი ხარ?, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა, „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ხაზარაძემ რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, საბანკო სისტემას ანადგურებს მევახშეური სისტემა.
„საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა. ეს არის, საბანკო სისტემა შეკრული რომ არის ლომბარდებთან, საკუთარი სალომბარდე სისტემა რომ აქვთ. ახალია ეს ყველაფერი?” – აღნიშნა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ხაზარაძე შერწყმული იყო წინა ხელისუფლებასთან და მის მიერ გაპროტესტებული საბანკო პოლიტიკა არ ახსენდება.
„ყოფილი ხელისუფლების დროს ეს კაცი შერწყმული იყო იმ სისტემასთან და გინახავთ გაპროტესტებული საბანკო პოლიტიკა რომელიმე ხელისუფლების დროს მის მიერ“? – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.