თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს - უნდა შეგრცხვეს, თავად რომ არ არაფერი აგიშენებია და მარტო გაცემული გაქვს რუსებზე
თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს - უნდა შეგრცხვეს, თავად რომ არ არაფერი აგიშენებია და მარტო გაცემული გაქვს რუსებზე

ბათუმში რომ ზიხარ და ამბობ, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი და იგივეაო, რაღაცნაირად აშენებული ბათუმის უნდა შეგრცხვეს, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარტია „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს აჭარის ტელევიზიის ეთერში.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, სააკაშვილის დროს იყო შეცდომები, მაგრამ იყო აღმშენებლობაც.

„ძალიან ვუფრთხილდები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობას. არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მაგრამ, შე დალოცვილო, ბათუმში რომ ზიხარ და ამბობ, ერთ ბოლოში იგივეა სააკაშვილი და მეორე ბოლოში ბიძინა ივანიშვილი – ეს ერთი და იგივეაო, რაღაცნაირად აშენებული ბათუმის უნდა შეგრცხვეს. თავად რომ არ გაგიკეთებია, არ აგიშენებია არც ბორჯომი და არაფერი. მარტო გაცემული რომ გაქვს რუსებზე. შეცდომები იყო – იყო! აღმშენებლობა იყო – იყო! ამიტომ ნუ შეადარებ რა – რვა წელიწადია პირბადის საწარმო ვერ გააკეთა კაცმა და ხეებს დააპროწიალებს. სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო. მამუკა ხაზარაძე რომ არ იყო ოპოზიციაში, მაშინ ვიყავი მე ოპოზიციაში. სააკაშვილს ნუ დავუკარგავთ ქალაქების და ინსტიტუციების შენებას. პოლიტიკის გამო ფსკერზე კი არ უნდა დახვიდე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი