თაკო ჩარკვიანის პასუხი კითხვაზე, რეფორმებს თუ არ განახორციელებს ხელისუფლება - პირდაპირ ვამბობ, უნდა ავაყირაოთ
თაკო ჩარკვიანის პასუხი კითხვაზე, რეფორმებს თუ არ განახორციელებს ხელისუფლება - პირდაპირ ვამბობ, უნდა ავაყირაოთ

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „პირველი ხაზის“ ეთერში კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ხელისუფლება თუ რეფორმებს და რეკომენდაციებს არ განახორციელებს, უნდა „ააყირაონ“.

„პირდაპირ ვამბობ, უნდა ავაყირაოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, „თუ რეფორმებსა და რეკომენდაციებს არ განახორციელებს ხელისუფლება, პარლამენტში ყოფნის აზრს ხედავთ? გამოხვალთ პარლამენტიდან?, – ჩარკვიანი პასუხობს: „არავითარს, აბა რა, რა თქმა უნდა“.

მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ოპოზიცია საუბრობს, უბრალოდ დიდი სიფრთხილე და სწორი გათვლაა საჭირო.

„პირდაპირ გეტყვით – ამაზე ოპოზიცია ვსაუბრობთ. ეს არ არის ახალი, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. უბრალოდ, სწორად გასავლელია ახლა, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ არ დავასწრებ მოვლენებს. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. თქვენ, არ გეგონოთ, ვიღაცაა სათავეში, სათავეში პირდაპირ პუტინი ზის. აი, ასე მწვავედ ხომ არ მითქვამს, სათავეში არის პუტინი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გონივრულად. თქვენ ხომ იცით, მე ჩირად არ მიღირს იქ (პარლამენტში) ყოფნა. მე, გეუბნებით, არ გავაკეთოთ ისე, რომ ლეგიტიმაცია მასთან გარიგებულმა პარტიებმა შეუქმნან. ამის გაკეთება შეიძლება, რომ ისინიც აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, მოუწიოთ გამოსვლა, მაგრამ ამას სჭირდება სწორად გათვლა. ახლა გადავიტანოთ ჩვენ 24, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, რადგან დამიჯერეთ, ახლა არასწორი იქნება. ზედმეტი არასწორი მოძრაობა, ივანიშვილისთვის იქნება დაგორება ჩვენგან, აი, როგორ გითხრათ, დავუსვამთ როგორც იტყვიან დუ-შაშს და არ მინდა, ასე გავაკეთოთ. საჭირო იქნება, მზად ვართ, რომ ყველა გამოვიდეთ, არ გეგონოს, რომ არა, დევი მეთანხმება ვხედავ, მაგრამ როცა იქნება საჭირო, ამას გავაკეთებთ ოპოზიცია. გვაცალეთ, გვაქვს სწორი რამ ჩაფიქრებული. არ ავყვეთ ახლა რაღაცას, სწორი გეგმით მივდივართ და უნდა მოვერიოთ. ოღონდ, მორევა იცოდეთ ძალა ერთობაშია, კონა უნდა იყოს შეკრული, ხალხნო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი