თაკო ჩარკვიანი - ბრძოლა და ბრძოლა დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნისთვის, საქართველოს წარსული და მომავალი ილიაა
თაკო ჩარკვიანი - ბრძოლა და ბრძოლა დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნისთვის, საქართველოს წარსული და მომავალი ილიაა

ზუსტად ვიცი ჩრდილოეთ კორეაში მომავალი თაობა არ იცხოვრებს, ამ ძალადობის დატოვება ასე არ შეიძლება, რადგან უპირველესი უფლება, რასაც არჩევანის, ხმის უფლება ჰქვია, ფიქცია გახდება, ამაზე დიდი ნგრევა სახელწიფოებრიობის რა გინდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, სირცხვილია, გარეთ 21-ე საუკუნეა, დეპუტატს ხელებს უგრიხავს საარჩევნო უბანზე პოლიცია, იპარავენ დამკვირვებლის თვალწინ საარჩევნო ხმებს, აშინებენ ოჯახებს, ემუქრებიან გამოშვებული პატიმრების უკან საპატიმროში შებრუნებით.

„ფულის ჩამორიგება სიგარეტის კოლოფებით, უკვე თავად ნახეთ კადრები, თუ რაიმე სიბინძურე არსებობს ყველაფერი იკადრეს და ვინმემ უნდა დაიჯეროს, რომ 90-იანების ტერორგამოვლილმა სამეგრელომ, ზედ რომ გადაუარეს, იმ დროის კრიმინალებთან შეკრული ხელისუფლება აირჩია?! არც არავინ დაიჯერებს! ჰოდა. ამიტომ ბრძოლა და ბრძოლა დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნისთვის, საქართველოს წარსული და მომავალი ილიაა, განვითარება და არა 90-იანების კრიმინალებთან გარიგებული ხელისუფლება! წინ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის ბრძოლაა, დიდი ბრძოლა, ახლა იწყება, რაც იწყება, სისტემა სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის, ძირშივე გამანადგურებელი საარჩევნო სისტემა სასწრაფოდ შესაცვლელია და დასრულდება ხალხის „გადაგდება”, ტერორი და წვალება! არჩევანი არჩევნების მოსაპოვებლად! აი, ეს ბრძოლა იწყება ! გარეთ კი 21-ე საუკუნეა. ვაი, სირცხვილო, ეს ვინ მოვიყვანეთ“, – წერს თაკო ჩარკვიანი.