თაკო ჩარკვიანი - გამოძიება იწყება იქედან, ვინ ჩასვა სკამში გავრილოვი, ამის შემდეგ ხალხი რა მოძრაობებს აკეთებს, მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცი 
თაკო ჩარკვიანი - გამოძიება იწყება იქედან, ვინ ჩასვა სკამში გავრილოვი, ამის შემდეგ ხალხი რა მოძრაობებს აკეთებს, მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცი 

დღეს არის პატრონყმული წყობა და ამ დროს, ოლიგარქი გაბედავს იმდენს, რამდენსაც გააბედინებს მას ხალხი, – ამის შესახებ პარტიაში „კანონი და სამართალი“ პარტიის ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, საქართველომ იხილა საქართველოს დამოუკიდებლობის საფრთხე და სახელმწიფოებრიობის გადაბარების მცდელობა, ამის განხილვის გარეშე, ყველას ვისაც დააკავებენ, ეს არის ხელისუფლების სურვილი და ახალი დანაშაულის ჩადენის მცდელობა.

„დანაშაული საქართველოს წინაშე ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში ჩამჯდარი ვიხილეთ უმაღლესი ჩინოვნიკი პუტინისა. აქედან იწყება სურათი და არა უკვე შემდეგ, სადაც კულტუროლოგიურად ძალიან გამართული და ძალიან საინტერესო ხალხი გამოჩნდა, რომელთა ბუნებაშიც არ არის აგრესია. ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. რჩევა იქნება იმ სისულელეებს, იმ სულელურ გზას და მავნებლურ, ბოროტმოქმედის გზას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგა და რომელსაც ყოველ დღე ჩადის ჩემი სამშობლოს და ქვეყნის წინაშე, უარყოს მან ეს გზა, დაადგეს კანონიკურ გზას და იფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, როგორ წავიდეს და მივცემთ ჩვენ საშუალებას, რომ წავიდეს აქედან, მოცილდეს ამ ქვეყანას.

გამოძიება იწყება იქედან, ვინ ჩასვა სკამში გავრილოვი, ვინ გაბედა საქართველოს დამოუკიდებლობას შეეხო. ამის შემდეგ ხალხი რა მოძრაობებს აკეთებს, მაპატიეთ მაგრამ არ ვიცი. მე რომ ხვალ ივანიშვილმა გამომიცხადოს, რომ კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობას შეეხო ის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო ძარღვს გადავღრღნით ყველა პატრიოტი და ნორმალური მოქალაქე, აბა დამიჭიროს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.