თაკო ჩარკვიანი - გახარია, ხაზარაძე როგორც კი იწყებენ საუბარს გაერთიანებაზე, აუცილებლად დააყოლებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა, ის „ნაციონალური მოძრაობაა“ 600 ათასი მედასავლეთე ამომრჩეველი
თაკო ჩარკვიანი - გახარია, ხაზარაძე როგორც კი იწყებენ საუბარს გაერთიანებაზე, აუცილებლად დააყოლებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა, ის „ნაციონალური მოძრაობაა“ 600 ათასი მედასავლეთე ამომრჩეველი

გაერთიანებაზე როცა საუბრობ, უნდა ისაუბრო ყველასთან ერთად გაერთიანებაზე, ვინც მედასავლეთეა, თუ გინდა, რუსეთთან ბრძოლა მოიგო. როცა ამბობ, „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება არა, ამას გაერთიანება არ ჰქვია, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 600 000 მედასავლეთე ამომრჩეველს წარმოადგენს.

„გაერთიანებაზე როცა იწყება საუბარი, ჩემი პოზიცია მოსმენილი გაქვთ, მე ისედაც „ძალაერთობის“ მომხრე ვიყავი და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი პროექტი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა ოპოზიციას. ეს იყო „ძალაერთობის პროექტი“ და მეორე ტური დაიდო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მაგალითად, ავიღოთ გახარია და ხაზარაძე. როგორც კი დაიწყებენ საუბარს, გავერთიანდეთ, აუცილებლად დააყოლებენ – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა. ის „ნაციონალური მოძრაობა“ არის 600 000 მედასავლეთე ამომრჩეველი და ხაზარაძესთან მაქვს კითხვა, პარლამენტში რომ შემოვლენ, ვისთან აპირებს შემდეგ თანამშრომლობას, „ოცნებასთან?“ არითმეტიკა ხომ ვიცით ყველამ. ამიტომ როდესაც საუბრობ გაერთიანებაზე, შენ უნდა ისაუბრო ყველასთან ერთად გაერთიანებაზე, ვინც მედასავლეთეა, თუ გინდა, რუსეთთან მოიგო ბრძოლა. როცა გამოდიხარ და ამბობ, იმასთან – არა, ამასთან – არა, 600 000-იან „ნაცმოძრაობასთან“ – არა, მიშას პლაკატი არ ახსენოთ, იმ ხალხის ლიდერი ციხეში ზის, ამას გაერთიანება არ ჰქვია. ამიტომ მგონია, რომ ისევ სათავისოდ იყოფენ საქმეს გახარიაც და ხაზარაძეც“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.